"ვისი შეძენაც გვსურდა, უკვე ჩვენთანაა..." - ლაპორტა რონალდოს შესაძლო ტრანსფერზე

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კრიშტიანო რონალდოს შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ყოველთვის ლევანდოვსკი გვსურდა, ვიცით, რომ პოლონელი კლუბის სქემას იდეალურად მოერგება, ამიტომ მის შესაძენად ძალები არ დავიშურეთ, რაც შეეხება რონალდოს, ის შესანიშნავი პროფესიონალია და კვლავ კარგ ფორმაში იმყოფება, თუმცა მისი მომავალი ჩემი საქმე არაა" - განაცხადა ლაპორტამ

შეგახსენებთ, რონალდოს "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება სურს, თუმცა სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი აფერისტი ადამიანი, არა მგონია კიდევ ვინმე იყოს!
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული