ლონდონის "ჩელსი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობს. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. გაბონელი ტომას ტუხელის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა, მას შემდეგ, რაც "ჩელსი" რომელუ ლუკაკუმ დატოვა, "არისტოკრატებს"
პსჟ ბერნარდუ სილვას ტრანსფერზე მუშაობს, ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და სავარაუდო ფასიც ცნობილია, "მანჩესტერ სიტი" თავის ერთ-ერთ ლიდერს 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა, პორტუგალიელს კლუბის დატოვება დიდი ხანია სურს. ტრანსფერის ინიციატორი პარიზული კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ლუის ოკამპოსია. გასულ სეზონში სილვამ პრემიერ ლიგის 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ლონდონის "ჩელსი" კიდევ ერთ ხმაურიან ტრანსფერს ამზადებს. Sky Sports-ის ინფორმაციით, კლუბის ახალი მფლობელი ტოდ ბოელი ყველაფერს აკეთებს, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე ფრენკი დე იონგი გადაიბიროს. თავად ჰოლანდიელს კლუბის დატოვება არ სურს, თუმცა "ბარსელონა" მის გასასხვისებლად ყველაფერს აკეთებს. "მანკუნიანელებმა" კატალონიელებთან ყველანაირი პირობა შეათანხმეს, თუმცა პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებები ამ დრომდე შეჩერებულია. უცნობია სურს თუ არა დე იონგს "არისტოკრატთა" რიგებში გადაბარგება. სატრანსფერო ფასი დაახლოებით 80 მილიონ ევროს შეადგენს.