გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ყოფილ შეყვარებულს მშობიარობამდე 2 კვირით ადრე ფიზიკურად გაუსწორდა

AutoSharing Option
"დორტმუნდისა" და გერმანიის ნაკრების მცველი ნიკო შულცი დიდ სკანდალში გაეხვა, ფეხბურთელის ყოფილმა შეყვარებულმა შულცის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, შულცი ცნობილ მოდელ მარია პლეტცს მშობიარობამდე 2 კვირით ადრე ფიზიკურად გაუსწორდა, ჯერ იატაკზე დააგდო, შემდგომ კი ფეხი მუცელში ჩაარტყა, რადგან ბავშვის დაბადება არ სურდა. დაზარალებულ გოგონას ფოტომტკიცებულებები აქვს. კერძოდ, მარია პლეტცმა შულცს სურათი გაუგზავნა, სადაც დალურჯებები აღენიშნებოდა, "დორტმუნდის" მცველმა კი საპირისპიროდ სელფი გაუგზავნა სახეზე სევდიანი გამომეტყველებით. წყვილს საერთო შვილი ჰყავს. შულცის სახლში ჩხრეკა უკვე
ჩატარდა. სამართალდამცველებმა ყველა ელექტრონული მოწყობილობა წაიღეს. გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 29 წლის ნიკო შულცი "დორტმუნდს" "ჰოფენჰაიმიდან" შეუერთდა. გერმანიის ნაკრებში მის ანგარიშზე 12 ჩატარებული შეხვედრა და 2 გატანილი გოლი ფიქსირდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სულ დაგიჟდნენ ეს სპორცმენები!!!რა იყოთ ბიჭო ორი კაპიკი იშოვეთ და თავი "კაცები"გგონით?!
ირაკლი
17:10 08-08-2022
7
არ მჯერა, ქალებს მხოლოდ ქართველი კაცები ცემენ
ბაია
14:22 08-08-2022
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული