გუშინ "ბარსელონას" 20 წლის ნახევარმცველმა ნიკო გონსალესმა მწვრთნელ ხავის სთხოვა, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარით სხვა გუნდში გაუშვას. ხავი ფეხბურთელის თხოვნამ გააკვირვა, მაგრამ დათანხმდა და საქმეში ცნობილი აგენტი ჟორჟე მენდეში ჩაერია.
მენდეში "ვალენსიას" თავკაც ჯენარო გატუზოს დაუკავშირდა და შეთანხმებას მიაღწიეს.
ერთსეზონიანი იჯარით წასვლის წინ გონსალესი "ბარსასთან" ხელშეკრულებას მინიმუმ 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, "ვალენსიას" კი მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
ნიკომ გასულ სეზონში ლა ლიგის 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.