აღნიშნულ ფაქტს სხვადასხვა ცნობილი უცხოური გამოცემები და ქომაგები ეხმაურებიან.
"მესისა და ნეიმარის არყოფნა სიაში ნამდვილად სიურპრიზი იყო. არგენტინელს 7 ოქროს ბურთი აქვს და 30 ფეხბურთელშიც კი ვერ მოხვდა, თუმცა ნომინანტთა შორისაა კრისტიანო რონალდო, რომლის გუნდსაც კატასტროფული სეზონი ჰქონდა და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზეც კი ვერ მოახერხა გასვლა" -Mundo Deportivo.
"მართალია ორგანიზატორებმა საუკეთესო ფეხბურთელის
"პსჟ-ში არც თუ ისე წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ, ყველა ვარაუდობდა, რომ მესი საუკეთესო სამ კანდიდატს შორის ვერ მოხვდებოდა, მაგრამ არგენტინელის 30-ეულს მიღმა დატოვებას არავინ ელოდა. გასათვალისწინებელია, რომ კოპა ამერიკის მოგება ლეოს არ ეთვლება, რადგან ახალი წესების თანახმად, საუკეთესო მოთამაშე ვლინდება ჩატარებული სეზონის შემდეგ და არა კალენდარული წლის მიხედვით" -Ole.
ასევე გთავაზობთ გულშემატკივართა კომენტარებს.
"30 ფეხბურთელს შორის უამრავი უცნობი გვარია, თუმცა მათ შორის მესი არაა, ეს უბრალოდ სირცხვილია!"
"ტრავმირებული მესიც კი უკეთესი მოთამაშეა, ვიდრე სიაში მყოფი ფეხბურთელების უმრავლესობა"
"მესის რონალდოზე უკეთესი სეზონი ჰქონდა, ამ გადაწყვეტილებას ახსნას ვერ ვუძებნი"
"ძალიან ცუდი ხუმრობაა"
"მესიმ "ფერმერთა ლიგაში" 6 გოლი გაიტანა, სიაში ყოფნას ნამდვილად არ იმსახურებდა".
მომზადებულია Championat-ის მიხედვით