ვანდა ნარა სტამბულში ჩაფრინდა და მალე თავის ქმარსაც თურქეთში წაიყვანს

AutoSharing Option
დიდია ალბათობა იმისა, რომ ცნობილმა წყვილმა მაურო იკარდიმა და მისმა მეუღლე ვანდა ნარამ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალონ და პარიზიდან სტამბულში გადაბარგდნენ.

RMC Sport იუწყება, რომ პსჟ-ის ფორვარდის დამატების სურვილით "ფენერბაჰჩე" და "გალათასარაი" იღწვიან და ნარაც გუშინ სტამბულში ჩაფრინდა, რათა ტრანსფერი მოაკვარახჭინოს.

იკარდის ყელში ამოსვლია, რომ მუდმივად სათადარიგოთა სკამზეა და მეუღლისთვის შეუთვლია, რომ კარიერის ხელახლა დაწყების სურვილი მაქვს და ამიტომ, კარგი გუნდი მომინახეო.

მაუროს ვარიანტები რა თქმა უნდა, იტალიიდანაც ჰქონდა, თუმცა მას სხვა ქვეყანაში წასვლის სურვილი ჰქონია და იწერება, რომ ის მალე
ერთ-ერთ სტამბულური გუნდის მაისურასაც მოირგებს...
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი მარა ესენი არ დაშორდნენ?
ნოდო
11:35 19-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული