"სექსი მექნება და თუ ოდესმე დავორსულდი, ეს დღეს მოხდება... 10 000 ქალთან მეძინა..." - გაუპატიურებაში ბრალდებული მენდის სკანდალური სასამართლო პროცესი

AutoSharing Option
ჩესტერის კარის სამეფო სხდომაზე დაიკითხა ერთ-ერთი გოგონა, რომელიც მანჩესტერ "სიტის" 28 წლის მცველი ბენჟამინ მენდის გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

მასწავლებელი ქალი მაშინ 24 წლის იყო და ის ჰყვება, რომ ფეხბურთელი 2020 წლის 11 ოქტომბერს ალდერლში ეჯში, ჩეშირში მდებარე ბარში გაიცნო. როდესაც ბარი დაიხურა, მან და მისმა რამდენიმე მეგობარმა მოტრამ სენტ ენდრიუში, ახლომბდებარე მენდის სახლში გადაინაცვლეს. 

იქ ფეხბურთელმა აღმოაჩინა, რომ გოგონა Snapchat-ს იყენებდა. ბენჟამინმა მას უთხრა, რომ მის სახლში ფოტოების გადაღება და გამოქვეყნება არ შეიძლებოდა, რადგან მისი გუნდი დასჯიდა და ის ერთხელ უკვე
დაჯარიმდა 200 000 ფუნტით სახლში გამართული ჩაკეტილი წვეულების გამო. მენდიმ სავარაუდო დაზარალებულს ტელეფონი გამოჰგლიჯა და სურათების თვალიერება დაიწყო, სადაც ინტიმური სახის კადრებიც ნახა.

გოგონა ჰყვება, რომ ის სპორტსმენს მიჰყვა საძინებელ ოთახში, რომელიც ბენჟამინმა გახსნა თითის ანაბეჭდის მეშვეობით და სთხოვდა, რომ ტელეფონი დაებრუნებინა, წასვლა უნდოდა და მასთან სექსუალური ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდა.

მენდიმ ქალს უთხრა, რომ ტანსაცმელი გაეხადა და მას უბრალოდ შეხედავდა. ქალმა გაიხადა, რადგან სჯეროდა, რომ "ორ ბოროტებას შორის ნაკლები" ​​აირჩია, რათა მოგვიანებით მასთან არ დაეძინა, თუმცა დაზარალებულის თქმით, ფრანგმა სიტყვა არ შეასრულა და გააუპატიურა.

ფეხბურთელმა საუბრის დროს გოგონას უთხრა, რომ 10 000 ქალთან ეძინა და თუ არავის არ ეტყოდა, ყოველდღე შეეძლო მასთან მისულიყო. ამ გზით ის ცდილობდა, რომ 24 წლის მასწავლებელი სექსუალურ ურთიერთობაზე დაეყოლიებინა და მასთან სექსი პრივილეგია იყო.

სასამართლოზე მენდის ადვოკატმა მოსამართლეს წარუდგინა ჩანაწერი, რომელიც გოგონამ იმ საღამოს თავის მეგობარს გაუგზავნა, სადაც ის წერს:

"სექსი მექნება და თუ ოდესმე დავორსულდი, ეს დღეს მოხდება". 

გოგონამ ამაზე უპასუხა, რომ ეს ხუმრობა იყო და სექსუალური ურთიერთობა ორივე მხარის თანხმობით არ მომხდარა. მენდი ყველა ბრალდებას უარყოფს. სასამართლო პროცესი უახლოეს მომავალში გაგრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხოდა თუ ძალადობას ქონდა ადგილი- დაქალს სექსი მექნებაო ასე მსუბუქად და თავისუფლად რატომ ეტყოდა ?? სრული ტყუილი და ფულის გამოძალვის მორიგი შანსი!!
ვაჟა
10:04 21-08-2022
0
ბაიკო სადა ხაარ, სად? ნუ აგვიანებ რეაგირებას
ირაკლი ვარძიელი
13:34 20-08-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული