მანჩესტერ იუნაიტედი, შესაძლოა ინგლისში მე-4 ძვირადღირებული კლუბი გახდეს - ვინ არის ჯიმ რატკლიფი?

AutoSharing Option
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცნობილ ბიზნესმენს ჯიმ რატკლიფს "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენა სურს. თუ ეს ასე მოხდა, რატკლიფი უმდიდრეს მფლობელებს შორის ჩაეწერება.

გლეიზერების ოჯახი მზადაა წილის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადოს, მიუხედავად ამისა, 69 წლის ბიზნესმენი კლუბის პირდაპირი გზით შესყიდვას გეგმავს. ჯიმის ქონება 10.8 მილიარდს შეადგენს, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია, მაგრამ "ნიუკასლის" მფლობელებს ამ მხრივ მნიშვნელოვნად ჩამორჩება. საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი, რომელმაც გასულ წელს "კაჭკაჭები" შეისყიდა 320 მილიარდ ფუნტად ფასობს. 

გთავაზობთ პრემიერ ლიგის ყველაზე მდიდარი მფლობელების ხუთეულს:

1) "ნიუკასლი" - 320 მილიარდი ფუნტი

2) "მანჩესტერ სიტი" - 22.9 მილიარდი ფუნტი

3) "ჩელსი" - 10.9 მილიარდი ფუნტი

4) ჯიმ რატკლიფი (პოტენციურად "მანჩესტერ იუნაიტედი") - 10.8 მილიარდი ფუნტი

5) "არსენალი" - 6.3 მილიარდი ფუნტი

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული