"წითელი ეშმაკების" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, მიუხედავად მრისხანე მეტოქისა, კრიშტიანო შეხვედრაში მხოლოდ 85-ე წუთზე ჩაერთო. მისი ადგილი სასტარტო თერთმეტეულში 20 წლის შვედმა შემტევმა ენტონი ელანგამ დაიკავა.
მატჩის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა მედიასთან საუბრისას გადაწყვეტილება ამგვარად ახსნა.
"ვიცით, რომ "ლივერპული" ბურთის ფლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მათ წინააღმდეგ კი გაორმაგებული ენერგია გვჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე შანსი ელანგასა და რაშფორდისთვის მიმეცა, მათ წინ კი სანჩო მოქმედებდა" -
რონალდომ მოედანზე მხოლოდ 10 წუთი დაჰყო და ბურთს თითქმის არ შეხებია, როგორც ჩანს მთავარ მწვრთნელთან ომი გრძელდება.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით