კრიშტიანო რონალდო ერიკ ტენ ჰაგის წინააღმდეგ - ომი გრძელდება

AutoSharing Option
გუშინ, პრემიერ ლიგის მე-3 ტურის უკანასკნელ შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

"წითელი ეშმაკების" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, მიუხედავად მრისხანე მეტოქისა, კრიშტიანო შეხვედრაში მხოლოდ 85-ე წუთზე ჩაერთო. მისი ადგილი სასტარტო თერთმეტეულში 20 წლის შვედმა შემტევმა ენტონი ელანგამ დაიკავა.

მატჩის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა მედიასთან საუბრისას გადაწყვეტილება ამგვარად ახსნა.

"ვიცით, რომ "ლივერპული" ბურთის ფლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მათ წინააღმდეგ კი გაორმაგებული ენერგია გვჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე შანსი ელანგასა და რაშფორდისთვის მიმეცა, მათ წინ კი სანჩო მოქმედებდა" -
განაცხადა ჰოლანდიელმა თავკაცმა.

რონალდომ მოედანზე მხოლოდ 10 წუთი დაჰყო და ბურთს თითქმის არ შეხებია, როგორც ჩანს მთავარ მწვრთნელთან ომი გრძელდება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული