ლიხტენშტაინის 6000-იანი ქალაქის კლუბი ევროტურნირზე გავიდა, თანაც გასვლაზე "რაპიდი" დაამარცხა! - ჩვენ რაღა გვჭირს?!

AutoSharing Option
ლიხტენშტაინის კლუბმა "ვადუცმა" კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეაღწია! მათ პირველ შეხვედრაში "რაპიდთან" საშინაო არენაზე ფრედ, 1:1 ითამაშეს, ვენაში კი 1:0 იმარჯვეს და ავსტრიელები ასპარეზობას გამოთიშეს!

"ვადუცი" ამჟამად შვეიცარიის მე-2 ლიგაში ასპარეზობს და ევროტურნირებზე ლიხტენშტაინის თასის მოგების წყალობით მოხვდა.

მათ "რაპიდამდე" თურქულ "ქონიასპორსა" და სლოვენიურ "კოოპერს" სძლიეს.

ქალაქი ვადუცი ლიხტენშტაინის სამთავროს დედაქალაქია. მისი მოსახლეობა, 2022 წლის მონაცემებით, 5,696 ადამიანს შეადგენს.

ლიხტენშტაინში სულ 40 000 ადამიანი ცხოვრობს, საკუთარ ჩემპიონატსაც არ ატარებენ, მათი კლუბი კი მაინც გავიდა ევროტურნირზე - ისტორიაში პირველად!

აქვე გეტყვით,
რომ ევროტურნირებზე პირველად ითამაშებს კოსოვოს გუნდიც. "ბალკანიმ" ორი მატჩის ჯამში გაგი მარგველაშვილის "შკუპს" სძლია.
მკითხველის კომენტარები / 21 /
4-5 წელში ზუსტად იგივეს გაიმეორებს სართიჭალის შტურმი! დაიმახსოვრეთ! სართიჭალაშიც ზუსტად 6000 მოსახლეა
კარლ გუსტავ იუნგი
21:28 26-08-2022
2
ერთი მარტივი კითხვა, სომხეთიც დალაგებული ქვეყანაა?!
ზურას
13:14 26-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული