ანჩელოტი: საუკეთესო სტადიონები აქვთ, არ ვიცი მათი ჰეგემონია როდის დასრულდება

AutoSharing Option
"მადრიდის რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ინგლისური კლუბების ფინანსურ უპირატესობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრემიერლიგა სხვა ჩემპიონატებთან შედარებით გაცილებით წინაა. 

"არ ვიცი, ეს როდის დასრულდება. მათთან მიახლოება, თამაშის ხარისხის აწევა, ატმოსფეროს შეცვლა, ახალი სტადიონების გახსნა, რომლებზეც სისასტიკე არ იქნება - ეს ყველა ლიგის მიზანია, არა მხოლოდ ესპანურის. 

სატელევიზიო უფლებების გაყიდვის ხარჯზე ინგლისის პრემიერლიგა წინ გაიჭრა და სხვა ყველა ჩემპიონატი უკან ჩამოიტოვა. იქ საუკეთესო ატმოსფეროა, სტადიონები სისასტიკიდან თავისუფალია, ტრიბუნები სულ სავსე გახლავთ და ბევრი თანამედროვე არენა აქვთ. 

მათ დიდი უპირატესობა აქვთ.
სხვა ლიგების მიზანი ის უნდა იყოს, რომ გააუმჯობესონ ასპექტები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე," - თქვა ანჩელოტიმ. 

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


altკარლო ანჩელოტის საბედისწერო შეცდომა, რომელმაც "არსენალს" ოქროს ისტორია აჩუქა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
დიდი სხვაობაა სხვა ლიგებთან
დასავლეთს უნდა ომი
16:16 03-09-2022
8
პრემიერლიგაში კი ტრიალებს ფული, მაგრამ იტალიური ან ესპანური კლუბები შედეგებით მაინც სჯობია მათ კლუბებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთის ენ ბი ეი ფულის საკეთებელი ადგილია როგორც მწვრთნელებისთვის, ისე ფეხბურთელებისთვის. მარტო ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ინგლისური კლუბი ფინანსური შესაძლებლობებით იუვენტუსს აღემატება, ეს არის პარადოქსი, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც არაფრისმაქნისები არიან და მხოლოდ დიდი ფულის ხარჯზე გადიან ფონს. 2000-იანი წლებიდან დაიწყეს კანტიკუნტად ბრაზილიელმა და არგენტინელმა ფეხბურთელებმა პრემიერლიგაში ინტეგრირება, მაგრამ ძირითადად მაინც ლა ლიგასა და სერია ა-ში მიდიან ლათინოსები და კლუბებს კი უცხოელი მწვრთნელები ქაჩავენ. მეტიც, ინგლისის ნაკრებიც უმაქნისია მიუხედავად უდიდესი დაფინანსებისა!
P.S. ისე ნამდვილად მირჩევნია ქართველი ფეხბურთელი ყველგან წავიდეს პრემიერლიგის გარდა. გახსოვთ ქინქლაძე, რომელიც ვან გაალმა ბარსაში წაიყვანა, მაგრამ დონე ვერ გაქაჩა? პლატინიმ თუ იცით რა თქვა, როდესაც ზიზუს და ანრის შედარება სთხოვეს? მან უპასუხა – თუ იტალიაში ან ესპანეთში არ გაქვს ნათამაშები, გამორჩეული, კაშკაშა ვარსკვლავი ვერ გახდები ფეხბურთელი!
ლაშა
17:50 03-09-2022
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული