"გასახდელში მწვრთნელის გადაწყვეტილებებს ვერავინ გაასაჩივრებს" - ხავის ახალი წესები

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა გუნდში ახალი წესები შემოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი გაბრიელ სანსი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ესპანელი სპეციალისტი ტაქტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არცერთი ფეხბურთელის პოზიციას გაიზიარებს.

"მთავარი მწვრთნელის ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს. მაგალითად, ჟიულ კუნდე დაცვის მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს იმდენ ხანს, რამდენსაც ჩავი მოისურვებს; ასევე, ფრენკი დე იონგი დაცვითი ნახევარმცველის პოზიციას დაიკავებს, რადგან სპეციალისტის ასე თვლის საჭიროდ. 

აღნიშნული წესი ვრცელდება კლუბის ვეტერანებზეც. თუ ჟერარდ პიკე, ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდებიან, ამ გადაწყვეტილებას
უნდა შეეგუონ" - წერს გამოცემა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
სულ გამომზეურდა ხალხი, ეხლა რეგიონულ კუთვნილებაზე ამაძვილებთ ყურადღებას და მალე გვარიშვილობაზეც გადაამოწმებთ ამბავს :)) კუთხურობა კლამს :)
ანდრი
21 სექტემბერი 2022 22:54
0
ადმინ, რატომ არ გამოაქვეყნე ჩემი გზავნილი?!
მაინც არაფერი ეშველება სეპარატისტებს...
ლაშა
21 სექტემბერი 2022 21:56
4
ჩავი (ასე ეძახიან) ესპანელია. სანამ ესპანეთი ერთიანი სახელმწიფოა, ყველა იქაური პასპორტის მფლობელი, საგაზეთო სტატიისთვის არის ესპანელი. კუთხეებად დაყოფა მხოლოდ ზოგიერთ კონტექსტში იქნებოდა მიზანშეწონილი. ისე კი, ვინც არ იცით, ჩავის მხოლოდ დედა ჰყავს კატალონიელი, მამით კი არის ანდალუზიელი და პირველი და მთავარი გვარიც ანდალუზიურ/კასტილიური აქვს - ერნანდესი.
გიო
21 სექტემბერი 2022 20:15
1
თუ ცდები, არც მაშინ?! ჩავი თუ ხავი დიქტატორად ყალიბდება.
ახლად გამომცხვარი "ტირანი"
21 სექტემბერი 2022 19:18
7
ხავი ესპანელია თუ კატალონიელი?
გომორძგუა მარგალეფც
21 სექტემბერი 2022 15:52
1
კატალონიელი
აჩი
21 სექტემბერი 2022 16:21
0
აბა რაა, გააპროტესტებს ვინმე და გაუშვებს ეგრევე "რუსულ სამხედრო ხომალდთან"!!!
არა ბიჭო, მოსკოვს დაეკითხება.
ისე მაინც
21 სექტემბერი 2022 15:40
3

სიახლეები პოპულარული