საფეხბურთო მოედნებიდან უკრაინის ფრონტზე ნაბიჯით იარ! - პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა

AutoSharing Option
უკრაინაში რუსეთის არმიის დაწყებული ე.წ. სპეცოპერაცია ძალიან გაჭიანურდა, უკვე 210 დღეა მიმდინარეობს, თითქმის ყველა ფრონტზე წარუმატებლობას განიცდიან, უკან იხევენ და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ხოლო თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 ათასი რეზერვისტი იქნება გაწვეული. მოკლედ, მოუმზადებელი ჯარისკაცები, ფაქტობრივად, საზარბაზნე ხორცად იქცევიან.

რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი მიიჩნევს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამო ლეგიონერები ქვეყანას არ დატოვებენ.

"არის თუ არა იმის ალბათობა, რომ ფეხბურთელებს ჯარში გაიწვევენ? გირჩევთ, შოიგუს დაურეკოთ, ის ყველაფერს აგიხსნით, მე
რა ვიცი. თქვენ არ იცით და არც მე ვიცი, არავინ არ იცის. ისე კი, განკარგულება ნათლად განსაზღვრავს კრიტერიუმებს - ვინ შეიძლება იქნეს გაწვეული და როდის.

რაც შეეხება ლეგიონერებს, არ მგონია, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამო მათი მასობრივი წასვლა დაიწყება. ისინი არაფერმა არ უნდა შეაშინოს. საბრძოლო მოქმედებები არავითარ შემთხვევაში არ შეეხება იმ ქალაქებს, სადაც დღეს ჩვენი ლეგიონერები თამაშობენ. ყოველ შემთხვევაში, მე იმედი მაქვს, რომ არაფერი არ შეიცვლება და არავინ არსად არ წავა", - ციტირებს კოლოსკოვს РБ Спорт-ი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს კაცი რომ სულით ავადმყოფია ფაქტია მაგრამ ვინც რუსებს გულშემატკივრობს ისინი საერთოდ ერთუჯრედიანები არიან.
ასეა ეს
00:40 22-09-2022
5
ჯერ კიდევ არსებობს შანსი დროზე დატოვონ ქართველმა ფეხბურთელებმა რუსეთი და დაბრუნდნენ საქართვრლოს ჩემპიონატში დროებით მაინც სანამ უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდებათ
ბათუმელი ექსპერტი
19:57 21-09-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული