ყაზახეთი ბაქოში უშანსოდ დამარცხდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქე ყაზახეთი მეექვსე ტურში გასვლაზე აზაერბაიჯანთან 0:3 დამარცხდა.

სტუმრები 36-ე წუთზე ალიპის გაძევების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს, მეორე ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ყაზახეთმა С3 ჯგუფში ასპარეზობა 13 ქულით დაასრულა (ბურთების შეფარდება 8:6).

С დივიზიონიდან გასული გუნდების მაჩვენებლები

თურქეთი - 5 მატჩში 13 ქულა (ბურთების შეფარდება 17:3).
საქართველო - 5 მატჩში 13 ქულა (14:2).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა
(7:1).

ბაქო. “დალგა არენა“
აზერბაიჯანი - ყაზახეთი 3:0
გოლები: 1:0 მაროჩკინი (66, საკ. კარში), 2:0 ოზობიჩი (74), 3:0 ნურიევი (90+1)
გაძევება: ალიპი (36, ყაზახეთი)

მკითხველის კომენტარები / 18 /
მგონი ფარერები საჩუქარს გვიმზადებს...
რუსთავი
23:47 25-09-2022
0
ცოტა რთულია ამ ეტაპზე გამოთვლა, თუმცა ასეთი სცენარი ყველაზე მისაღებია ჩვენთვის: თურქეთმა ვერ მოიგოს ფარერებში, ჩვენ მოვიგოთ გიბრალტარში,ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვინაღდებთ 1 ადგილს, ხოლო საბერძნეთი თუ სახლში მოიგებს თავის მატჩს გავა მეორეზე, (ასეთ შემთხვევაში საბერძნეთი თავს მოიკლავს რომ მასპინძლობა გაინაღდოს) ანუ გადაუსწრებს თურქეთს და თურქეთი გავა მე-3 ზე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვუმასპინძლებთ ყაზახეთს შინ და იქ თურქეთმა და საბერძნეთმა დაჭამოს ერთმანეთი.ღმერთმა ქნას რომ ასე აეწყოს ყველაფერი.
ქობულეთიდან
23:05 25-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული