სენსაცია - ფარერებმა თურქეთის ძლევით საქართველოს ნაკრებს საჩუქარი გაუკეთა

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეექვსე ტურში თურქეთის ნაკრები მოულოდნელად სტუმრად ფარერებთან 1:2 დამარცხდა.

თურქეთმა С1 ჯგუფში გამოსვლა 13 ქულით დაასრულა (ბურთების შეფარდება 18:5) და საქართველოს ნაკრებს დივიზიონის პლეი-ოფში პირველი ადგილის დაკავება დღეს გიბრალტარის ნებისმიერი ანგარიშით ძლევის შემთხვევაში შეუძლია.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (ბურთების შეფარდება 18:5).
საქართველო - 5 მატჩში 13 ქულა (14:2).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

ტოსჰავნი. „ტორსველური“
ფარერები - თურქეთი 2:1
გოლები: 1:0 დავიდსენი (51), 2:0 ედმუნდსონი (59), 1:2 გიურლერი (89)

მკითხველის კომენტარები / 70 /
კაცო, რაღაც აბდაუბდა ხდება ვინძლო! ე გიბრალტარს რომ მოვუგოთ გავიგე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საბერძნეთს ვხვდებით და... დღევანდელი მდგომარეობით კი ყაზახეთს! ა პარადოქსი და მოდი ნუ იტყვი, რომ რაღაც მაქინაციის მაგვარს არ აქვს ადგილი?! მოკლეთ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოვიგოთ და სახლში ვინც არ უნდა შეგვხვდეს ისიც უნდა მივაყოლოთ!
ლაშა
26 სექტემბერი 2022 09:38
1
ამ ტოტალიზატორის მოთამაშეებმა მართლა ტვინი წაიღეს უკვე თავიანთი შეთქმულებების თეორიებით, თამაში ნანახი არ აქვთ, არაფერი არგუმენტი არ უჭირავთ და სადღაც აიან გასული რა ვარაუდებით და ეჭვებით... თან ისეთი მანერით საუბრობენ გეგონება უეჭველი იყოს. თუ ამდენი იცით, გაყიდეთ რაც გაქვთ ხა დადეთ ტოტალოზატორში. იქნებ გამდიდრდეთ...
ზურა
26 სექტემბერი 2022 09:08
0
ეს არის ტოტალიზატორის ლიგა და არა ერთა ლიგა.პირცელი გამარჯვებული რომ შვეიცარია გახდა, მაშინვე ნათელი იყო.
დიმა
26 სექტემბერი 2022 08:45
4
პირველი განარჯვებული პორტუგალია გახდა, რონელიც მაშინ ევროპის ჩემპიონის სტატუსით იყო.
ანზ
26 სექტემბერი 2022 11:24
0
დღეს ბიჭებმა ჩვენთვის უნდა მოიგონ მხოლოდ ქულებს ევრო შესარჩევზე დავთვლით. ღმერთი ჩვენსკენ. მე ვარ საქართველო.
roma bejanidze
26 სექტემბერი 2022 08:44
0
ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ მაგრამ სავარაუდოდ ბულგარეთი მოუგებს დღეს მაკედონიას და 2 ადგილს დაიჭერს ჯგუფში. წელს ჩვენ ისე მოხოდილები ვართ, თუ ოდნავ გაგვიმართლა კენჭისყრაში შეიძლება პირდაპირ შესარჩევიდან გავიდეთ ევროპაზე. ისეთი თაობა მოდის. თან მუხტი დიდია ნაკრებში. დღეს საბერძნეთი მგონია რომ მოიგებს
და ჩვენ კი არა ბულგარეთს მიიღებს სახლში. ბულგარეთი 8 ქულით ბოლო ადგილოსანი იქნება.
roma bejanidze
26 სექტემბერი 2022 08:42
2
ჩვენ უნდა მოვიგოთ და მოვიგებთ კიდეც, დავიკავებთ 1 ადგილს და დაველოდებით საბერძნეთის შედეგს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ურჩევნია მოიგოს და შინ თურქეთს დაუხვდეს თუ წააგოს და სტუმრად თბილისში ჩამოვიდეს? რატომღაც ვფიქრობ რომ ბერძნები მასპინძლის უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებენ, კარგად იციან რომ თბილისში არ ექბებათ იოლი გასეირნება.
თომა
26 სექტემბერი 2022 08:13
0
ერთალიგას ფუნქცია მაინც აქვს აბა ის ამხანაგური მატჩები ჯობდა?? ნახევრად ფეხბურთს რომ თამაშობდნენ მე 3 შემადგენლობით გუნდები. კი გასაგებია რომ გრანდები თავს არ იკლავენ ამ ტურნირზე და დიდად ყურადღებას არ აქცევენ მაგრამ ხალხო ის გრანდები ჩვეულებრივი ჯგუფებიდანაც გავლენ და ჩვენ გავალთ?? ჩვენთვის და ჩვენაირი ნაკრებებისთვის ეს არის ოქრის შანსი ახლა თუ მოვიგებთ 2 თამაშს გავალთ ევროპის ჩემპიონატზე ეს არ ჯობია იმას რომ ჩვეულებრივ ჯგუფში შეგხვდეს მინიმუმ 2 გრანდი და ერთი საშუალო დონის ნაკრები გახვიდე ჰა ჰა მაქსიმუმ მე-4 ადგილზე და ამით დასრულოო? თორე აი იქნება ჩვეულებირივი შესაეჩევი ჯგუფიც და იქ ვნახავთ რეალურად რაც შეგვიძლია ჩვენთვის ეს არის იდეალური ტურნირი შეიძლება ფრანგებს და ინგლისელებს ეზარებათ ერთალიგის თამაში მაგრამ ისინი ჩვეულებირივი ჯგუფიდანაც გავლენ უპრობლემოთ და ჩვენ მაგის ფუფუნება არ გვაქვს და იმ უაზრო ამხანაგურ მატჩებს ეს ტურნირი ბევრად ჯობია.
ჩვენი ნაკრები ჯერ ჯერრობით არ არის იმ დონის ნაკრები სამწუხაროდ რომ ჩვეულებირივი შესარჩევის ჯგუფიდან გავიდეს ერთი კვარაცხელია და მამარდაშვილი არ ეყოფა ამ საქმეს და ნუ გაქვთ ზედმენიტი მოლოდინები და ილუზიები სანამ ერთი 5-6 ფეხბურთელი მაინც არ გვეყოლება ნაკრებში კვარაცხელიას და მამარდაშვილის დონეზე მოთამაშე იქამდე ჩვეულებრივი ჯგუფიდან გასვლა ოცნების კატეგორიაა მაშინ ძალიან უნდა გაგვიმართლოს კენჭისყრაში რაც უიშვიათესად ხდება.
გელა
26 სექტემბერი 2022 04:22
5
ეს ერთა ლიგა საერთოდ გასაუქმებელია! ამ მოთამაშეებმა ხომ ცალკე ტვინი წაიღეს. ერთი კაცი მანახეთ ვინც თამაშობს და ფსიქოზი არ სჭირს? ორი არ მინდა ერთი მანახეთ.
რაც შეეხება კვარცხელიას.თუ ხვიჩას დასვამს მივიღებთ იმას რომ ვერ ვერ მოვიგებთ. ეგერ ბულგარეთმა გასვლაზე 1-1 . პირველი ტაიმი მაინც უნდა ათამაშოს და 0-2 იქნება. მერე შეიძლება ალბათ შეცვლა. არ ვპროფესორობ. უბრალოდ ყველა თამაშს პასუხისმგებლიანად უნდა მოპყრობა
დავით 67
26 სექტემბერი 2022 04:01
93
სწორია ეს კაცი, აგერ ფარერებმა თურქეთი დაამარცხა! მეტი რა მაგალითი გინდათ?! ხვიჩამ უნდა ითამაშოს და ერთა ლიგაზე შედეგიანობით ერლან ჰოლანს უნდა აჯობოს! ეს მის სახელს და დიდებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ჯერ-ჯერობით ჰოლანს 1 გოლით ჩამორჩება! ასე რომ წინ ხვიჩა!
aburjga
26 სექტემბერი 2022 09:31
3
ერთი მიზეზი მითხარით თუ რატომ არ იძახებენ ლუკა გაგნიძეს ნაკრებში? კვეკვეს და აბურჯანიას ეხლავე ორი თავით ჯობია!
ჯერი
26 სექტემბერი 2022 02:11
36
დაღუპავენ დაღუპავენ ამ ბავშვს შვილო შე ვ..მათემატიკა 100 ფარგლებში თუ არა 30 ფარგლებში გესწავლა ნებისმიერი ანგარიშით მოგება ფრე ფრე რას იზამს.
კახა
26 სექტემბერი 2022 02:03
14
ფრე რას იზამს და გადაგასწრებს საბერძნეთი ,,მათემატიკოსო,,
baggio
26 სექტემბერი 2022 08:22
0
ფრე იმას იზამს, რომ შეიძლება ბერძნებს ვერ გადაასწრო და პირველზე ვერ გახვიდე.
ყველაფრის კრიტიკა და კირკიტი შეიძლება?
გივი
26 სექტემბერი 2022 07:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული