ყაზახეთი ბაქოში უშანსოდ დამარცხდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქე ყაზახეთი მეექვსე ტურში გასვლაზე აზაერბაიჯანთან 0:3 დამარცხდა.

სტუმრები 36-ე წუთზე ალიპის გაძევების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს, მეორე ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ყაზახეთმა С3 ჯგუფში ასპარეზობა 13 ქულით დაასრულა (ბურთების შეფარდება 8:6).

С დივიზიონიდან გასული გუნდების მაჩვენებლები

თურქეთი - 5 მატჩში 13 ქულა (ბურთების შეფარდება 17:3).
საქართველო - 5 მატჩში 13 ქულა (14:2).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა
(7:1).

ბაქო. “დალგა არენა“
აზერბაიჯანი - ყაზახეთი 3:0
გოლები: 1:0 მაროჩკინი (66, საკ. კარში), 2:0 ოზობიჩი (74), 3:0 ნურიევი (90+1)
გაძევება: ალიპი (36, ყაზახეთი)

მკითხველის კომენტარები / 18 /
ფარერებს მადლობა მაგრამ ის 6-1 მაინც არ დაგვავიწყდება და მოვა დრო შეგხვდებიან.
ABCABC
11:25 26-09-2022
0
ყველაფერი იქეთ მიდის,რომ ჩვენ ევროპაზე გავალთ ერთა ლიგიდან,თუ მანამდე საკვალიფიკაციოდან არ გავედით.თურქეთმა და საბერძნეთმა ისე ასარგებლეს ტოტალიზატორები,რომ მათ მადლობას საკვალიფიკაციოდან გასვლით გადაუხდიან.
ენძო
01:03 26-09-2022
2

სიახლეები პოპულარული