მასპინძელთა მხრიდან ერთ-ერთი გოლის ავტორი ჰარი კეინი გახდა, რითაც "ტოტენჰემის" ფორვარდს ეროვნულ ნაკრებში უკვე 51 გოლი მოუგროვდა.
ინგლისის ნაკრებში კეინზე წინ მხოლოდ რუნია, რომელსაც მეტოქეთა ბადე 53-ჯერ აქვს შერხეული.
აღსანიშნავია, რომ ჰარიმ 51 გოლი მხოლოდ 75 შეხვედრაში შეაგდო, რუნის კი 2 ბურთით მეტის გასატანად 120 მატჩი დასჭირდა.