რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამო, მილიონობით ადამიანი ცდილობს და ბევრი ახერხებს კიდეც საზღვარგარეთ გამგზავრებას. საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" დაახლოებით 20-კილომეტრიანი რიგი დგას, ბევრმა შემოაღწია საქართველოში და თავს უშველა. რუსეთი უკვე აპირებს საზღვართან სამხედრო კომისარიატის მობილური პუნქტის განთავსებას. რუსები ყველა მიმართულებით და საშუალებით გარბიან. უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება არავის არ უნდა. მაგალითად, ყაზახეთში რუსეთის 98 ათასი მოქალაქე შევიდა და პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოკაევმა განაცხადა, რომ ძებნილ დეზერტირებს რუსეთის ფედერაციას გადასცემენ.
იზოლირებული რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ორიოდ დღის წინ ბიშკეკში ჩაფრინდა და
ყირგიზეთის ეროვნულ გუნდს დანილ უტკინის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით ამხანაგურ მატჩში 2:1 ძლივს სძლია. ტელეგრამ-არხი "მუტკო-პროტივი" იტყობინება, რომ რუსეთის ადმინისტრაციული შტაბის რამდენიმე თანამშრომელი უგზოუკვლოდ გაქრა და მოსკოვში არ დაბრუნდა.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჩემპიონატი და საერთოდ სპორტული ღონისძიებები შეიძლება შეჩერდეს.
პოლიტიკურად გაუნათლებელო ფეხბურთელებო!
პოლიტიკურ თემას თავი დაანებეთ.
ბევრს არ მოეწონა. მეორე დღეს რუსეთში მობილიზაცია გამოაცხადეს.
აჩიკოს უნდა მოუსმინონ: ხელი გაქვს მოწერილი, ფულს გიხდიან, გაჭმევენ, გასმევენ... პასუხისმგებლობა ხომ უნდა არსებობდეს? პროფესიონალები არა ხართ?