შინმიუსვლელო სადა ხარ, შენ ხომ რუსეთი გიყვარდა? - ფეხბურთის კავშირის თანამშრომლები დაიკარგნენ

AutoSharing Option
мобилизация - могилизация

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამო, მილიონობით ადამიანი ცდილობს და ბევრი ახერხებს კიდეც საზღვარგარეთ გამგზავრებას. საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" დაახლოებით 20-კილომეტრიანი რიგი დგას, ბევრმა შემოაღწია საქართველოში და თავს უშველა. რუსეთი უკვე აპირებს საზღვართან სამხედრო კომისარიატის მობილური პუნქტის განთავსებას. რუსები ყველა მიმართულებით და საშუალებით გარბიან. უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება არავის არ უნდა. მაგალითად, ყაზახეთში რუსეთის 98 ათასი მოქალაქე შევიდა და პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოკაევმა განაცხადა, რომ ძებნილ დეზერტირებს რუსეთის ფედერაციას გადასცემენ.

იზოლირებული რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ორიოდ დღის წინ ბიშკეკში ჩაფრინდა და
ყირგიზეთის ეროვნულ გუნდს დანილ უტკინის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით ამხანაგურ მატჩში 2:1 ძლივს სძლია. ტელეგრამ-არხი "მუტკო-პროტივი" იტყობინება, რომ რუსეთის ადმინისტრაციული შტაბის რამდენიმე თანამშრომელი უგზოუკვლოდ გაქრა და მოსკოვში არ დაბრუნდა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჩემპიონატი და საერთოდ სპორტული ღონისძიებები შეიძლება შეჩერდეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეჰ, რა დრო დაუდგა რუსეთს, ახლა მე მგონი თვითონ რუსეთის მთავრობა აკრძალავს სპორტული დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტებს, ვინმე რომ არ დარჩეს იქ. არადა მსგავსი პრობლემა ამ ბოლო პერიოდში მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას ჰქონდა.
გუგა
28 სექტემბერი 2022 02:13
1
აჩიკო არველაძე!!მოკიდე ხელი ლუკა გაგნიძეს და გადაიყვანე რუსეთში,ამ სიტუაციაში რა ეფეხბურთება რუსეთს და გაგნიძეს?!
საქართველო უპირველესად
27 სექტემბერი 2022 22:59
8
აგერ გადავიდა ლუკა თურქეთში და საკაცით გამოიტანეს.შენი ლოგიკით გამოდის,რომ უნდა ვუკიჟინოთ:-რა მიჰქონდა თურქეთში,ან საქართველოს ნაკრებში,ეთამაშა რუსეთში და იქნებოდა ტკბილად.სისულელეა არა?მართლაც სისულელეა და შენ სწორედ ამ სისულელეს ქადაგებ. ლუკას რა თქმა უნდა, იოლად გადარჩენას და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,თუმცა ძალიან დაუნდობელი დარტყმა მიიღო და დიდი ეჭვი მაქვს,სეროზული ტრავმა მიიღო.ღმერთმა ქნას,ვცდებოდე.
სოსო
28 სექტემბერი 2022 17:56
0
წავიდეს და ითამაშოს კაცო,რასაც მიაღწევს რუსეთში ზახარიანს გაუყოს!!!!!
ადამიანს
28 სექტემბერი 2022 10:28
0
ყველა გამოხმაურება
ეს სურათიც (ორიგინალი რათქმაუნდა) ქართველის შექმნილია... მანამდე პეტრე პირველი, მერე სტალინმა და ბერიამ გააძლიერეს სსრკ! სტალინმა გააძლიერა და შევარდნაძემ დაშალა! ისე ბერიას უნდოდა მანამ ევროპელები მოიფიქრებენ საბჭოთა კავშირის გარდაქმნა დღევანდელი ევროკავშირის ნაცვლად, მაგრამ არ დასცალდა, მაგრამ ეს დღევანდელი რას აკეთებს გაუგებარია. დაავიწყდა რომ ზედმეტი არაფერი ვარგა...
ლაშა
27 სექტემბერი 2022 21:05
0
შენ რა მეტი ფანტაზია არ გყოფნის ასეთ ჟამს მოსკვა დაირქვა. ხომ გაუშვეს ეგ შენი მოსკვა ნახუიზე და შენ რაღა გინდა?
G.LA
27 სექტემბერი 2022 22:04
1
ტუ გონიატ რომ ფეტრე რუსი იხო ცდებიან,პეტრეც კარტველი იხო,ეს არის რომ გრიფი ადევს,დოკუმენტებიც არის რომ მამამისი კარტველი იხო.მოვა დრო და ეს ამბავიც გაიხსნება
Москва
27 სექტემბერი 2022 21:41
3
მე აქ აჩიკოს ნათქვამს გაგნიძის მოსკოვის დინამოში თამაშის შესახებ ასეთი კომენტარი გავუკეთე:
პოლიტიკურად გაუნათლებელო ფეხბურთელებო!
პოლიტიკურ თემას თავი დაანებეთ.
ბევრს არ მოეწონა. მეორე დღეს რუსეთში მობილიზაცია გამოაცხადეს.
ქ. გ.
27 სექტემბერი 2022 19:11
5
მადლობა რომ პოზიცია გამოხატეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რა გვეშველებოდა?!!
Lebron
27 სექტემბერი 2022 20:20
7
Re: "რუსეთის ადმინისტრაციული შტაბის რამდენიმე თანამშრომელი უგზოუკვლოდ გაქრა"

აჩიკოს უნდა მოუსმინონ: ხელი გაქვს მოწერილი, ფულს გიხდიან, გაჭმევენ, გასმევენ... პასუხისმგებლობა ხომ უნდა არსებობდეს? პროფესიონალები არა ხართ?
ქ. გ.
27 სექტემბერი 2022 18:44
8

სიახლეები პოპულარული