ერთა ლიგის A დივიზიონის მე-2 ქვეჯგუფში პირველი ადგილოსანის ვინაობის გასარკვევად პორტუგალიამ ესპანეთს უმასპინძლა.
მატჩი სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ალვარო მორატამ 88-ე წუთზე გაიტანა და "ფურია როხას" 11 ქულით 1-ელი ადგილი გაუნაღდა, პორტუგალია 10 ქულით მე-2 პოზიციაზე გავიდა, შვეიცარია კი 9 ქულით - მე-3 ადგილზე.
უნდა ითქვას, რომ მასპინძლებს რამდენიმე კარგი შანსი ქონდათ, თუმცა ესპანელების მეკარე, უნაი სიმონი კარის ხაზს საიმედოდ იცავდა, Sofascore-ს ვერსიით სწორედ ბილბაოს "ატლეტიკის" მეკარე გახდა საუკეთესო.