პორტუგალია ესპანეთთან 88-ე წუთზე დამარცხდა და ლიდერობა დათმო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის A დივიზიონის მე-2 ქვეჯგუფში პირველი ადგილოსანის ვინაობის გასარკვევად პორტუგალიამ ესპანეთს უმასპინძლა.

მატჩი სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი ალვარო მორატამ 88-ე წუთზე გაიტანა და "ფურია როხას" 11 ქულით 1-ელი ადგილი გაუნაღდა, პორტუგალია 10 ქულით მე-2 პოზიციაზე გავიდა, შვეიცარია კი 9 ქულით - მე-3 ადგილზე.

უნდა ითქვას, რომ მასპინძლებს რამდენიმე კარგი შანსი ქონდათ, თუმცა ესპანელების მეკარე, უნაი სიმონი კარის ხაზს საიმედოდ იცავდა, Sofascore-ს ვერსიით სწორედ ბილბაოს "ატლეტიკის" მეკარე გახდა საუკეთესო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პორტუგალიას,ფრეც აწყობდა და ვფიქრობ,სწორედ ამიტომ წააგეს.უტევდნენ,უამრავი მომენტიც შექმნეს,მაგრამ რაკი ფრეც აწყობდათ,ბოლომდე მობილიზებას,მაინც ვერ ახერხებდნენ და ბოლოს, დაისაჯნენ.როგორც კი,ჯგუფებში გაიმარჯვეს,თითქმის ყველა ნაკრებმა წააგო, მომდევნო შეხვედრა და ეს,რა თქმა უნდა მოტივაციის დაკარგვამ გამოიწვია.ბოლოში,ჩვენც კინაღამ გაგვითანაბრეს,უსუტესმა ნაკრებმა.
სოსო
12:52 28-09-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული