ბრაზილია ულამაზეს ფეხბურთს აჩვენებს - "სელესაოს" მორიგი მარტივი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი ტუნისთან გამართა და 5:1 გაანადგურა.

"სელესაომ" პირველი ტაიმი 4:1 მოიგო, რაფინიას 2 (მე-11 და მე-40), რიშარლისონისა (მე-19) და ნეიმარის (29-ე) გოლებს მონტასარ ტალბიმ (მე-18) უპასუხა, საბოლოო ანგარიში კი პედრომ (74-ე) დასვა.

ამრიგად, ბრაზილიის ნაკრები ჩინებულ ფორმაშია, მსოფლიოს ჩემპიონატს კი 24 ნოემბერს, სერბეთთან მატჩით გახსნის.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ასე არ უნდა აღნიშნავდეს ტუნისთან გატანილ გოლს )
ხვიჩა
28 სექტემბერი 2022 19:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული