"პარი სენ ჟერმენის" არგენტინელმა შემტევმა, ლიონელ მესიმ კლუბისგან შემოთავაზებულ ახალ კონტრაქტზე უარი განუცხადა.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" "ალბისელესტეს" კაპიტანის დასამატებლად გარკვეულ სვლებს იწყებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წელს თავისუფალ აგენტად გახდომის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა, რომ ლეო "ბლაუგრანაში" დაბრუნებულიყო.
მოგეხსენებათ, მესი პსჟ-ში "ბარსელონადან" 2021 წლის ზაფხულში გადავიდა, პირველ სეზონში 34 მატჩში თავი 11 გოლითა და 14 ასისტით გამოიჩინა, წელს კი სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავი გაცილებით უკეთ გამოიყურება და საკუთარ გუნდს უკვე 6 გოლითა და 8 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა.
მომზადებულია
Sport-ის მიხედვით