"ბარსელონა" ყველანაირ ხერხს მიმართავს, რათა პიკემ კლუბი დატოვოს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბის მესვეურები ყველაფერს აკეთებენ, რათა პიკე ტრანსფერის წინააღმდეგ არ წავიდეს.

"გარდა მაღალი ანაზღაურებისა, ხერარდთან მუშაობა არც ხავის სურს, ესპანელი სპეციალისტი პიკეს ძირითადის ფეხბურთელად არ მოიაზრებს, იგი ცენტრალური მცველის პოზიციაზე მე-5 არჩევანია, გარდა ამისა, 2023 წლის ზაფხულს კლუბი კიდევ ერთი ცენტრალური მცველის, ინიგო მარტინესის შეძენას აპირებს, რაც 35 წლის ფეხბურთელის მომავალს "ბლაუგრანაში" კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის" - წერს გამოცემა.

პიკე
"ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას 2008 წლიდან იცავს, ამ პერიოდის განმავლობაში ესპანელი 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის, 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის და 8 გზის ლა ლიგის გამარჯვებული გახდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
პიკუშ, ბუმერანგის წესი ამუშავდა? დაგეჭირა ლეოსთვის მხარი და ასეთ დღეში არ ჩავარდებოდი!
asea
19:14 14-10-2022
2
პიკე როგორ იყო? მესის ზურგს უკან ლაპორტას, რომ ეუბნებოდი მესი გაუშვიო? ყველას მოგეკითხებათ ვინც მესის გაშვებაზე "ხელი მოაწერეთ".
ეგრე.
11:17 15-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული