მოსკოვის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა არსენ ზახარიანმა "ჩელსიში" გადასვლა რუსეთის მოქალაქეობის გამო ვერ მოახერხა, იმედგაცრუებულია და ეს მის შედეგიანობაზე აისახა - ამ სეზონში ჩემპიონატის 11 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზახარიანი სომხეთის ნაკრებში გეგმავს თამაშს.
ფეხბურთელის შესახებ კომენტარი "დინამოს" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა რომან ორეშუკმა Metaratings-თან გააკეთა: "არშემდგარ ტრანსფერს ზახარიანზე არ უმოქმედია. ისე, მოუკლო. ეს ცხადია. პლუს ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახლა თავის პოზიციაზე არ თამაშობს.
ის ცოტა სხვა ტიპის ფეხბურთელია: ნაკლებად მობილური, ნაკლებად აგრესიული, მაგრამ მოაზროვნე და
ნათელი გონების მქონე. შესაძლოა, მწვრთნელი სლავიშა იოკანოვიჩი სწორედ ზახარიანზე ცდილობს გუნდის გადაწყობას.
ძალიან მინდა ფორმა აღიდგინოს. ასეთ შემთხვევაში "ბარსელონაც" უეჭველი უხმობს და "რეალიც".
ძალიან მინდა ფორმა აღიდგინოს. ასეთ შემთხვევაში "ბარსელონაც" უეჭველი უხმობს და "რეალიც".