გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სოსიედადის" ნახევარმცველი არსენ ზახარიანი შეუძლოდაა და ვარჯიში გამოტოვა. ამაზე კომენტარი კლუბის პრესატაშემ გააკეთა:
"არსენი მართლაც ავადაა. მაღალი ტემპერატურა აქვს, მაგრამ არაფერი სერიოზული, სიკვდილს არ აპირებს".
ზახარიანი "სოსიედადში" მოსკოვის "დინამოდან" 20 აგვისტოს გადავიდა და ახალ გუნდში ჩატარებულ ორ მატჩში შეცვლაზე საერთო ჯამში 28 წუთი ითამაშა.