20 წლის ნახევარმცველი არსენ ზახრიანი მოსკოვის "დინამოდან" "სოსიედადში" გადავიდა, - ამის შესახებ ბასკური კლუბი იტყობინება.
"სოსიედადმა" წარმოშობით სომეხ ფეხბურთელს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. მოსკოვის "დინამო" ტრანსფერში დაახლოებით 13 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებს, რაც ფეხბურთელის წარმატებულ თამაშზე იქნება დამოკიდებული.
ზახარიანი სან-სებასტიანურ გუნდში 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და ტრავმის გამო პენსიაზე გასულ დავიდ სილვას შეცვლის.
ზახარიანი ორი წელი ცდილობდა რუსეთის დატოვებას და ევროპულ კლუბში გადაბარგებას, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობის გამო პრობლემა ექმნებოდა.