ლაპორტას თქმით, აქვს შეგრძნება, რომ მსაჯები ქულებს განზრახ აკარგვინებენ.
"რთულ ჯგუფში მოვხვდით, "ბაიერნთან" კარგად გამოვიყურებოდით და გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ VAR-ი დემბელეს ეპიზოდში შეცდა, თერთმეტმეტრიანს აუცილებლად ვიმსახურებდით, მსაჯების გადაწყვეტილებები არც "ინტერთან" მატჩში მომეწონა, ამ საკითხზე უეფასთან აუცილებლად ვისაუბრებ, თუმცა უფრო მეტი გოლი უნდა გავიტანოთ, ასე გამარჯვება ბევრად მარტივი იქნება" - განაცხადა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, "ბარსა" ლა ლიგის მე-9 ტურში მადრიდის "რეალს" ესტუმრება, "ელ კლასიკო" 16 ოქტომბერს,
მომზადებულია Sports-ის მიხედვით