რატომ გადავედი "ბარსელონადან" "რეალში"? ფიგუმ ტრანსფერის მიზეზი დაასახელა

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" მფლობელმა ლუიშ ფიგუმ "ბარსელონადან" მადრიდის "რეალში" ტრანსფერი განმარტა.

"ბლაუგრანაში" ყველაფერი მქონდა. რომ არა შემოთავაზება "ბლანკოსიდან", არსად წავიდოდი. ეს გამოწვევაა, გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებულია დაფასებაზე, მარწმუნებდნენ, რომ გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს ყველაფერი შეცდომა ყოფილიყო, თუმცა მადლობა ღმერთს, არა. გავუმკლავდი ზეწოლას, მქონდა მენტალიტეტი, რომ თუ გინდა, გაიმარჯვე და გავიმარჯვე" - განაცხადა პორტუგალიელმა ექსფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, ფიგუ 2000 წელს "ბარსელონადან" "რეალში" 62 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რის შემდეგაც კატალონიაში მოღალატედ შერაცხეს და ღორის თავიც კი ესროლეს.

მომზადებულია
Championat-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 6 /
კი,დიდი ფეხბურთელი იყო,მაგრამ როგორც კაპიტანი რომ ღორის თავის სროლას დაიმსახურებ,მაგას რა ჰქვია?!
სოსო
18 ოქტომბერი 2022 19:31
1
მქონდა მენტალიტეტი, რომ თუ გინდა გაიმარჯვე და გავიმარჯვე, არა აქვს მნიშვნელობა რის ფასად. აი ეს სიტყვები აკლია შენს კომენტარს დონ ლუიშ. როგორც დონ-ს აკლია თავში სამი ასო თქვენთან მიმართებაში.
ბადრი
17 ოქტომბერი 2022 15:18
3
გუნდის კაპიტანი მოღალატის მენტალიტეტით
SS
16 ოქტომბერი 2022 19:14
6
კარგი იყო ბარსელონაში, მაგრამ რეალში უფრო მაღალ დონეზე ავიდა და განვითარდა, ჩემი აზრით მსოფლიოში არის ოთხი გუნდი როდესაც ისინი გეძახიან ძნელია ცდუნებას გაუძლო, რეალი, ბარსა, ლივერპული და ბაიერნი, იტალიელებს გთხოვთ არ გეწყინოთ, ამ ოთხთან ვერ მოხვალთ
მამუკა
16 ოქტომბერი 2022 16:54
12
Figus ratqmaunda barsas fanebi verasodes apatieben,magram rogorc fexburteli udzlieresi iko da tan dzalian stabiluri...
Givi
16 ოქტომბერი 2022 12:16
2
მოღალატე-კაპიტანი იყავი და დაფასებაზე საუბრობ
ლენგო
16 ოქტომბერი 2022 10:54
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული