მადრიდის "რეალი" ესპანელ სპეციალისტს აკვირდება - პერესი ანჩელოტის შემცვლელს ეძებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" "ლევერკუზენის" მთავარ მწვრთნელს, ხაბი ალონსოს აკვირდება, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბლანკოსი" მომავალი მწვრთნელის ძებნას შეუდგა, რადგან კარლო ანჩელოტის კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, პერესს კი მის შემცვლელად 40 წლის ესპანელის სპეციალისტი ესახება.

ალონსოს ისეთ გამორჩეულ მწვრთნელებთან უმუშავია, როგორებიც: რაფა ბენიტესი, პეპ გუარდიოლა, ჟოზე მოურინიო და კარლო ანჩელოტი არიან. მადრიდელთა ყოფილი ფეხბურთელი 2018-2019 წლებში "თეთრების" 14 წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, 2021 წელს კი "სოსიედადის" სარეზერვო გუნდი ჩაიბარა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს, რამდენიმე კვირის წინ კი
"ლევერკუზენის" თავკაცად დაინიშნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული