"ოქროს ბურთი" ქარიმ ბენზემამ მოიპოვა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი და დაანონსებული იყო, France Football-ის საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელის პრიზი "ოქროს ბურთი" "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ მოიპოვა. მას საპატიო ჯილდო ზინედინ ზიდანმა გადასცა.

34 წლის ბენზემამ "სამეფო გუნდის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო, ხოლო უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

მეორე ადგილზე სადიო მანე (ლივერპული/ბაიერნი) გავიდა - ეს 1995 წლის შემდეგ აფრიკელთა შორის საუკეთესო შედეგია. მესამე პოზიცია კევინ დე ბრუინმა (მამჩესტერ სიტი) დაიკავა.

საუკეთესო მეკარედ ტიბო კურტუა (რეალი) აღიარეს. მან გასულ სეზონში პრიმერას 36 მატჩში
29 გოლი გაუშვა.

რობერტ ლევანდოვსკიმ (ბაიერნი/ბარსელონა) ზედიზედ მეორედ მიიღო საუკეთესო ფორვარდის პრიზი.

"ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელმა რონალდომ მეოცე პოზიცია დაიკავა, რაც 2005 წლის შემდეგ მისი ყველაზე უარესი შედეგია.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი "ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველ გავის გადაეცა.

საუკეთესო გუნდად "მანჩესტერ სიტი" მიიჩნიეს, "ლივერპული" მეორეა", "რეალი" - მესამე.

სადიო მანეს (ლივერპული/ბაიერნი) საზოგადოებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისთვის სოკრატესის სახელობის პრიზი გადასცეს.

ქალთა შორის "ოქროს ბურთის" მფლობელი ზედიზედ მეორედ "ბარსელონას" ნახევარმცველი ალეკსია პუტელიასი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელმა რონალდუმ მე-20 პოზიცია დაიკავა და 7 გზის მფლობელი მესი 30 საუკეთესოშიც ვერ მოხვდა, ამის დაწერა გამოგრჩათ
მამუკა
18 ოქტომბერი 2022 00:20
3
მე მეგონა, კიდე მესის მისცემდნენ :) შარშან რისთვის მისცეს, ბოლივია-პერუს რისხვას ?!
არა, პასაჟი მაგარი იყო-პროფესიონალური. რონალდუ მეოცეზე გავიდაო და მესი საუკეთესო 30 ნომინანტშიც ვერ მოხვდა, მაგრამ ეს გავატარეთ :)
სინამდვილეში, ერთიც დაბერდა და მეორეც. მადლობა ორივეს და ნახვამდის.
ციციკორე
18 ოქტომბერი 2022 10:33
3
ციციკორე! პირი გამოირეცხე, სანამ მესიზე რამეს იტყვი. ბებერი ბენზემა და ბებერი ლევანდოვსკი პატარა ბიჭები არიან? მაგათზე იტრახუნე რამდენიც გინდა. როგორც იტყვიან, ტოლი ნახე ტოოო!
უფრიკინე ციციროკეს.
18 ოქტომბერი 2022 15:09
4
ყველა გამოხმაურება
როგორ კრიზისშია ფეხბურთი რო ბენზემა იგებს ოქროს ბურთს. მმეცინება უბრალოდ ეს კაცი ამ ჯილდოთი როდგას მაგრამ რასვიზამთ
123
18 ოქტომბერი 2022 00:32
46
და რას უწუნებ წინა სეზონის ბენზემას?
რა მაფიაა?
18 ოქტომბერი 2022 09:09
3
მადრიდის ,,რეალმა,, მოიგო ეგ ყველაფერი და ყველა გუნდის წევრმა. წელს ეკუთვნოდა, არ ვკამათობ, მაგრამ ,,ოქროს ბურთი,, ინდივიდუალური ჯილდოა და მეც ვთვლი, რომ წელს გამოკვეთილი ლიდერი ამ ჯილდოზე, არ იყო.
მოასწრო ბენზემამ, მომავალი წლიდან დიდიხანი, სხვა მფლობელი ეყოლება, ამ ჯილდოს და ეს ყველას გაგვიხარდება.
100%
18 ოქტომბერი 2022 06:00
0
ყველა გამოხმაურება
საქართველოში მოგვპარეს ოქროს ბურთის დაჯილდოვება. მსოფლიოც არ აჩვენოთ რად გვინდა? პოლიტიკა არ ჯობია? უფრო მეტი პოლიტიკა ტელევიზორში!!!
a a
18 ოქტომბერი 2022 00:08
1
არც ფანცულაია
არც ჯიღაური?აგენმა მტლად გარეკენ
ამინისტია
18 ოქტომბერი 2022 00:14
1
წელს ნამდვილად ეკუთვნოდა იმ ფონზე რომ მესი..რონალდუ..ნეიმარი..და მბაპე ვერ ბრწყინავდნენ..ისე კი ბოლო 2 ბურთი ლევანდოვსკის ეკუთვნოდა...რაც შეეხება ხვიჩას..მბაპე..პოლანდი ეყოლება მინიმუმ 10 წელი კონკურენტი..თუ კიდე სხვები არა...მჯერა ის იქნება პირველი ქართველი ვინც ამ პრიზს მოიგებს..
კიეზა
18 ოქტომბერი 2022 10:15
1
ნაგავი პიროვნება,კარგი ფეხბურთელი
კაკო
18 ოქტომბერი 2022 08:50
16
ვალბუენას(ნაკრებში თანაგუნდელია)აშანტაჟებდა,მაგიტომაა ნაგავი
კაკო
18 ოქტომბერი 2022 17:49
7
შემდეგ წელს ხვიჩა იქნება! ჰოლანდი წელს ხუთეულში რატომ არაა ,მერე რა რომ დორტმუნდში თამაშობდა?
დავით 67
18 ოქტომბერი 2022 04:17
1
მომავალ წელს ნაპოლის სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ რომელშიც ხვიჩას წილი განუსაზღვრელად დიდი იქნება შესაძლებელია რომ საუკეთესო სამეულში ქართველიც აღმოჩნდეს.თორემ წელსვე რომ ჩემთვის ხვიჩაა პირველი ამას ყველაფერს ვფიცავარ!!!
ზაზა
18 ოქტომბერი 2022 08:05
0
გენაცვალე მუსტაფ!!! შენ იმსახურებდი ოქროს ბურთს!!!რეალი მსოფლიოში საუკეთესო გუნდი იყო ,არის და იქნება!!!
მუსტაფა
18 ოქტომბერი 2022 11:47
7
მუსტაფაო? ქარიმა აღარ ქვია ბებრუცანას?
მუსტაფას.
18 ოქტომბერი 2022 15:04
4

სიახლეები პოპულარული