ალბათ, უკვე ყველამ იცის, რომ "ოქროს ბურთის" მფლობელი მადრიდის "რეალის" ლიდერი ქარიმ ბენზემა გახდა. იშვიათად თუ გავიხსენებთ ასეთ დამსახურებულ გამარჯვებულს.
34 წლის ფეხბურთელი ცერემონიალზე ყოფილ მეუღლესთან და ამჟამინდელ შეყვარებულთან ერთად წარდგა, რითაც სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება დაიმსახურა.
ერთი-ორი სიტყვა ბენზემას ჩაცმულობაზეც ვთქვათ, ქარიმი საფრანგეთში ცნობილი რეპერის, თუფაქ შაკურის სამოსით ("ლუქით") წარდგა და მსოფლიოს აღფრთოვანებაც მოახერხა.