ჩეხი "მოცარტი", რომელმაც "ბებერ ქალბატონს" ზინედინ ზიდანი დაავიწყა - პაველ ნედვედის ისტორია

AutoSharing Option
იტალიურ ფეხბურთს მრავალწლიანი ისტორია აქვს, სერია A-ში უთამაშიათ ისეთ დიდ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან რობერტო ბაჯო, ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო დელ პიერო და პაოლო მალდინი, თუმცა ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება...

დღეს მინდა გესაუბროთ ოქროსფერთმიან ბიჭუნაზე, რომელმაც ტურინის "იუვენტუსში" თვით ზინედინ ზიდანი შეცვალა.

ნედვედი "ბებერ ქალბატონს" ევრო 96-ის შემდეგ შეუერთდა, ჩეხმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიის ნაკრებს გაუტანა და საფეხბურთო სკაუტების ყურადღება მაშინვე მიიპყრო.


Sportall.Ge

პაველი რომის "ლაციოს" შეუერთდა, სადაც ბრწყინვალე სეზონები ჩაატარა, თუმცა "ბიანკოჩელესტიში" გატარებული 5 წლის შემდეგ, დადგა ახალი გამოწვევისა და
დიადი მისიის შესრულების დრო.

Sportall.Ge


"ჩვენ ის ყოველთვის გვიტანს. მას ვიყიდით და ამით პრობლემას გადავჭრით" - განაცხადა "იუვენტუსის" იმდროინდელმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ და ნედვედი 41 მილიონის სანაცვლოდ ტურინელებს შეუერთდა.

"იუვე" იმ პერიოდში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა, თუმცა წარმატებას ხშირად ბოლო მომენტში ხელიდან უშვებდნენ, ამაში ნედვედიც დიდ როლს ასრულებდა და მომავალი გუნდი არაერთხელ დაამწუხრა. თუ "შავ-თეთრებისთვის" ტიტული ახლოს მაინც ჩანდა, 2001 წელს ჰორიზონტიდანაც გაქრა, როდესაც ზინედინ ზიდანი სარეკორდო თანხად მადრიდის "რეალში" გადაბარგდა.

ხანდახან "იუვენტუსის" თამაშების ყურება გრაფიკული რომანის კითხვას ჰგავდა, ნოველის მთავარი გმირი ალესანდრო დელ პიერო იყო, თუმცა ტურინში გამოჩნდა ჩეხი ბიჭუნა, რომელიც გარეგნულადაც გამორჩეული იყო და განსხვავებას მოედანზეც ქმნიდა.

პაველმა სადებიუტო სეზონში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, თუმცა დუბლი შეასრულა "ვერონასა" და ბოლო ტურში "პიაჩენცას" წინააღმდეგ, რითაც "ბებერ ქალბატონს" ნანატრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. ჩეხმა ამ მატჩის შემდეგ "იუვეს" ფანების გულში ადგილი საბოლოოდ დაიკავა,
ელეგანტური ბურთის ტარება, წარმოუდგენელი სიძლიერის დარტყმა, გამოზომილი გადაცემები - ეს ის თვისებებია, რომლებიც ნედვედს, საფეხბურთო ექსპერტების აზრით, ზინედინ ზიდანის სრულყოფილ შემცვლელად აქცევდა.

Sportall.Ge

2003 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთს "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ, პირველი შეხვედრა "ბლანკოსის" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა, თუმცა ტურინში ოქროსფერთმიანმა "მოცარტმა" გალაქტიკოსის მიზნები თავდაყირა დააყენა და 73-ე წუთზე მისი გოლით "შავ-თეთრები" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გაიყვანა, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე უიღბლო ადამიანად აქცია. შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე 8 წუთით ადრე ნედვედმა ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება მოუხდა. მის გარეშე კი "იუვენტუსი" "მილანის" წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

ნედვედმა საკუთარი კლუბის მიმართ ერთგულება მრავალჯერ გამოხატა. "ნამდვილი ჯენტლმენი არასდროს ტოვებს თავის ქალბატონს" - ალესანდრო დელ პიეროს ეს ცნობილი ფრაზა ჩეხ ნახევარმცველსაც ეძღვნება, რადგან ყველაზე რთულ პერიოდში "იუვეს" გვერდით დაუდგა და "ოქროს ბურთის" მფლობელმა ფეხბურთელმა სერია B-ში თამაში არ იუკადრისა.

დღეს პაველი "იუვენტუსში" ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს და კლუბის საქმეებს უძღვება. მართალია, "შავ თეთრების" მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, თუმცა ნედვედი რთული სიტუაციიდან გამოსავალს აუცილებლად იპოვის, მან ხომ თვით ფრანგი ლეგენდა შეცვალა...

Sportall.Ge

მომზადებულია planetfootball.com-ის მიხედვით

altელეგანტური მხატვარი ზოლებიან მაისურში - ზინედინ ზიდანი


მკითხველის კომენტარები / 4 /
სტადიონიდან შორს მოჩანს იტალიის მთები, მეჩხერად გადავსებული ტიფოზები დაუვარცხნელ სტადიონებზე, და შიგადაშიგ ტრიბუნებზე ოპერატორის მიერ ლაკონურად შერჩეული ლამაზი ასულების კადრები. ეს არი ჩემი პირველი შდაბეჭდილება მაშინდელ სერია აზე. და რაოდენ სამწუხაროა ის წლები მხოლოდ მელანქოლიურ მოგონებად დარჩა, მარადინა, გულიტი, პინტურიკიო, ბაჯო, ტოტი, ძოლა, ასპრილია, კაკა, რეკობა. და სხვა ბევრი დიდი ათიანები სწორედ აპენინის მწვანე მინდვრებზე დგამდნენ ნამდვილ საფეხბურთო სპექტაკლებს 1980 შუადან 2006 წლებში; და სწორედ ამ ლეგენდებმა აზიარეს პირველ სიყვარულს ბევრი ბავშვი პლანეტის ნომერ პირველ სპორტისადმი, და განსაკუთრებით საქართველოში. არცერთ სხვა ლიგაში იმდენი კლასიანი 10 ნომერი არ "დისპეჩერობდა" მოედანზე და მათ ელეგანტურ გადაცემებს ისე ვერ აგვირგვინებდენ როგორებიც მაშინდელი სერია ას შეუდარებელი თავდამსხმელები, ბატისტუტა, სინიორი, ბირჰოფი, კლინსმანი, რონალდო, ვიერი, შევჩენკო, ტრეზეგე, ინძაგი, მონტელა, ლუკარელი, ტონი, ამორუზო, იგორ პროტი, დინატალე და ვინ ჩამოთვლის კიდევ რამდენი. შეიძლება სხვაგან ცდილობდნენ მარა ისე არ გამოდიოდათ ეს ყველაფერი. კალჩოს პატარა გუნდებშიც კი მთავარ ამინდს მაგ პერიოდში ფეხბურთის უპირველესი ეშხი სწორედ ათი ნომერები ჰქმინდნენ, რაც დღევანდელ ფეხბურთში თანდათან კი არა ფაქტიურად წითელ წიგნში შეიყვანეს. გრძელი პასი , ბურთთან ფეხით ლაპარაკი, ინდივიდუალური სოლო რეიდები და არაორდინალურ სიტუაციებშიც კი სწორედ მათ შეეძლოდ ტეხნიკურად დაერტყათ კარებში. და რაოდენ ბევრის მთქმელია ვინც უკანასკნელმა მოჰიკანმა ბოლომ დატოვა ეს პედესტალი, სწორედ ისიც აპენინელი ფრანჩესკო ტოტი იყო. ის წლები მუდამ პირველ დიდ საფეხბურთო მოგონებად დარჩება ჩვენ გულებში.
და ამ ყველაფერს გამგრძელებელი გამოუჩნდა ბიჭი მთაგორიან პეიზაჟებში ჩაფლული პატარა ქვეყნიდან სახელად ხვიჩა კვარაცხელია. და ბევრი წლის შემდეგ მასზე იტალიაში იტყვიან 21 საუკუნის მეორე დეკადაში ტაკტიკურ მონახეზებში ჩაკარგული ელეგანტურობა იტალიის ჩემპიონატს კვარადონამ დაუბრუნაო და ვაი რომ დღეს აღარ არიან ისეთი ტიტანები იტალიურ მოედნებზე როგორებიც მარადონა, ბაჯო, დელპიერო, ტოტი და კვარადონა იყვნენო.
Anj: Antey
20:54 20-10-2022
1
როგორც ეს ადამიანი იყო ერთგული თავის გუნდის სერია ბეში ჩაყვა სადღა ნახავ ასეთებს
გიორგი
07:56 21-10-2022
1

სიახლეები პოპულარული