მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოდრიჩი სანაკრებო კარიერას დაასრულებს

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ლუკა მოდრიჩი სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

"მესმის, რომ უკვე გარკვეულ ასაკს მივაღწიე. ამ ტურნირზე ხორვატიის ნაკრებთან ერთად უკანასკნელად გამოვალ" - განაცხადა ლუკამ.

შეგახსენებთ, მოდრიჩის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2006 წლის მარტში შედგა, ჩაატარა 154 შეხვედრა, უდიდესი მიღწევა კი 2018 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა გახლდათ.

რაც შეეხება მადრიდის "რეალში" არსებულ მდგომარეობას, წლევანდელ სეზონში 14 გამართულ მატჩში 3 გოლი და 2 ასისტი გაიფორმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუკა მოდრიჩი, ანხელ დიმარია, ბუსკეცი: უხმაურო ჩუმი, წყნარი ლეგენდა ფეხბურთელები!
მაგრები!
16:04 25-10-2022
1

სიახლეები პოპულარული