"ნაპოლი" ზამთარში რონალდოს ყიდვას შეეცდება - Marca სავარაუდო ტრანსფერის დეტალებზე წერს

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, კრიშტიანო რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს. ფეხბურთელს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და მასთან მუშაობა აღარც "მანკუნიანელთა" თავკაც ერიკ ტენ ჰაგს სურს.

The Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანოს დამატებას "ნაპოლი" შეეცდება, ესპანური გამოცემა Marca კი სავარაუდო ტრანსფერის დეტალებზე წერს და პორტუგალიელის მომდევნო გუნდად სწორედ "პარტენოპეის" ასახელებს.

მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს დამატება "ჩელსისაც" სურს, "ნაპოლი" ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტად ითვლება. მოთამაშესთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, კრიშტიანოს სერია A-ში დაბრუნება სურს, სადაც 3 სეზონის განმავლობაში ტურინის "იუვენტუსში" იასპარეზა.

იმისთვის, რომ ტრანსფერი შედგეს,
რონალდომ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი უნდა თქვას. "ნაპოლიში" ყველაზე მეტს პიოტრ ზელინსკი (წელიწადში 5.4 მილიონი) გამოიმუშავებს, პორტუგალიელი კი - 26.8 მილიონს. 37 წლის ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს. ამიტომ არაა გამორიცხული, ზამთარში კვლავ იტალიის ჩემპიონატში ვიხილოთ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 37 /
შევარდნაძე წავიდა და ეს რა გახდა ეგეთი.ეპოქა შექმნა ტიპმა.რეკორდი რეკორდზე დაამყარა.ლეგენდა გახდა,მარა კაი რააა.წადი რა.წადი.მშვიდად და უდარდელად იცხოვრე და სხვაც აცხოვრე
ჯელა
01:36 27-10-2022
7
ასეთ დალაგებულ გუნდს ეგ ბოღმა რათ უნდა.თავის თავის იქეთ ვერავის ხედავს
ნაპოლი
23:58 26-10-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული