ხავი: თუ "ბარსელონა" ევროპა ლიგაზე გადავა, ლომებივით ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "ბლაუგრანა" პლეი-ოფის საგზურს ვერ მოიპოვებს და ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას, მისი გუნდი ტურნირის მოგებისთვის იბრძოლებს.

"ცხადია, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა და ჯგუფიდან გასვლა გვსურს, გვინდა, დავამტკიცოთ, რომ "ბაიერნის" დონის გუნდებთან გამარჯვება შეგვიძლია, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ევროპა ლიგაზე ლომებივით ვიბრძოლებთ - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრა "ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის დღეს, 26 ოქტომბერს, თბილისის
დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

altხავი ბარსელონას გარდაქმნას გეგმავს - კატალონურ კლუბს 4 მოთამაშე დატოვებს


მკითხველის კომენტარები / 5 /
ლьომი ხომ გინახავთ, ლьომი? ჩაჯმული? :) :) :)
ჰა ჰა ჰა
22:57 26-10-2022
0
კი იბრძოლებთ ევროპა ლიგაზე აინტრახტს თუ არ გადაეყარეთ :):):)
ზურა
17:59 26-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული