ხორხე სამპაოლი: "ოქროს ბურთი" ყოველ წელს მესის უნდა მისცენ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის და ამჟამად "სევილიას" დამრიგებლის, ხორხე სამპაოლის აზრით, მესი "ოქროს ბურთით" ყოველ წელს უნდა ჯილდოვდებოდეს.

"თუ ისინი ყოველწლიურად მისცემენ მესის "ოქროს ბურთს", ეს ჩემთვის კარგი იქნება, რადგან ლეომ დიდი ხანია სხვა ფეხბურთელებთან სხვაობა მოახდინა.

ბენზემა არის ფეხბურთელი, რომელმაც ეს პრიზი დაიმსახურა, რადგან მან "რეალის" წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ ეს ორი რამ უნდა გავმიჯნოთ - კარიმს უბრალოდ კარგი სეზონი ჰქონდა, ლეო კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია", - ამბობს სამპაოლი.


მკითხველის კომენტარები / 7 /
ლეო არის სამაგალითო ფეხბურთელი და პიროვნება, დიდი იმედი მაქვს რომ კვარაც გახდება მომავალი თაობისთვის მისაბაძი,როგორც ფეხბურთელი ასევე პიროვნული თვისებებით, ამის ყველანაირი რესურსი აქვს და ჯერ-ჯერობით მართლაც გამორჩეულია ხვიჩა,უბრალოდ დროა საჭირო რომ ის მთელმა მსოფლიომ გაიცნოს ყოველმხრივ
საქართველო
17:07 27-10-2022
6
არ მოგიჭიროს ვერან
Giusha3232
16:46 27-10-2022
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული