გაიცანით ადამიანი, რომელმაც რონალდოს აკადემიაში საკუთარი ადგილი დაუთმო

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ თავის დიდი ხნის მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელ ალბერტ ფანტრაუზე ისაუბრა, რომელმაც საკუთარი საფეხბურთო კარიერა რონალდოს შესწირა.

დღეს მოგიყვებით ისტორიას, რას ნიშნავს მეგობრობა და ადამიანის დაფასება.

ალბათ ყველას ახსოვს 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც მადრიდის "რეალმა" იმარჯვა, აღნიშვნის მომენტში რონალდო გუნდს მოშორდა და ტრიბუნისკენ გაემართა, სადაც ერთ-ერთ ადამიანს გულთბილად ჩაეხუტა. მაშინ ყველას გაუჩნდა შეკითხვა, თუ ვინ იყო ის ადამიანი. როგორც ჩანს, ლისაბონის მოედანზე ის ადამიანი ესწრებოდა, რომელმაც კრიშტიანოს აკადემიისა და მომავალი დიდებისკენ გზა გაუხსნა.

Sportall.Ge

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს
მეგობარს, ალბერტ ფანტრაუს. ჩვენ 18 წლამდელთა ჩემპიონატში ერთად გამოვდიოდით. ერთ დღეს თამაშზე სკაუტი მოვიდა და გვითხრა, ვინც ყველაზე მეტს გოლს გაიტანდა, აკადემიაში წავიდოდა.

3:0 მოვიგეთ. ერთი გოლი მე გავიტანე, მეორე - ალბერტმა დიდებული თავური დარტყმით, მესამე საგოლე მომენტში ალბერტი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მოატყუა და ბურთი მე გადმომაწოდა, რათა გამეტანა. მეც შევაგორე ის კარის ბადეში და აკადემიის საგზურიც მოვიპოვე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ალბერტთან მივედი და ვკითხე, რატომ არ გაიტანა თვითონ, რაზედაც მიპასუხა: "შენ ჩემზე უკეთესი ხარ".

რა თქმა უნდა, მსგავსი საქციელი უცნაურია, რადგან იმ დროს, როდესაც კარიერის საწყის ეტაპზე ხარ, შენი თავი გაწირო შენი მეგობარის პოტენციური წარმატების სანაცვლოდ, მოულოდნელი და ასმაგად დასაფასებელია, რა თქმა უნდა, ბიჭს სიკეთე დაუფასდა.

ჟურნალისტი ალბერტს სახლში ესტუმრა და ამ ამბის რეალობაზე ჰკითხა, რაზედაც პასუხად მიიღო, რომ ეს სრული სიმართლე იყო, ისიც დასძინა, რომ მისი კარიერა ამის შემდეგ აღარ განვითარდა და დღეს უმუშევარია.

ჟურნალისტი: მაგრამ როგორ ააშენეთ ასეთი შესანიშნავი სახლი? მანქანები? თქვენ მდიდარ ადამიანს ჰგავხართ. არ მუშაობთ, მაგრამ დიდძალ ქონებას ფლობთ, ძვირად ღირებული მანქანები... საიდან ყველაფერი ეს?

ალბერტი: ეს ყველაფერი რონალდოსგანაა, სახლი, მანქანები... ყველანაირ საჩუქარს კრიშტიანოსგან ვიღებ.

რამდენად დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი სიკეთე ასე ფასდება. ვინ იცის, ფანტრაუს თანამედროვეობისა და ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისთვის პასი რომ არ გაეკეთებინა, მიაღწევდა თუ არა წარმატებას? ამას ვერ გავიგებთ...

მომზადებულია nairaland-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
კრიშტიანო მემგონი ვეფხისტყაოსანზეა გაზრდილი ისე აღმერთებს მეგობრებს,რომლებიც როგორც კაცს შეეფერება საკმაოდა ყავს.
ასეა ეს
16:16 28-10-2022
5
აი ადამიანობა, აი შეგნება და თავგანწირვა.კარგია, რომ რონალდოსაც დაუფასებია.
Status quo
16:07 28-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული