რუსეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, 37 წლის დინიარ ბილიალეტდინოვს, დილის 9 საათზე სახლში მიაკითხეს და სამხედრო კომისარიატის უწყება ჩააბარეს. ის შეიძლება ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციით უკრაინაში საომრად წაიყვანონ.
ბილიალეტდინოვმა "სპორტ-ექსპრესს" განუცხადა, რომ ასაკის მიხედვით გაწვევას არ ექვემდებარება, მაგრამ ისეთი სიტუაციაა, არავინ არაფრისგან დაზღვეული არაა და დამალვას არ აპირებს:
"სომხეთში, ყაზახეთში ან კიდევ სადმე გაქცევას ნამდვილად არ ვაპირებ. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. თუ მეტყვიან: "წადი, იმსახურე" - წავალ. სხვა ვარიანტები არ არის".
დინიარს არავითარი სამხედრო გამოცდილება არ გააჩნია. ის "რუბინის" ყოფილი მწვრთნელის, რინატ
ბილიალეტდინოვის შვილია.