კატალონიის "ბარსელონა" უსმან დემბელეს შემცვლელს ეძებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ ფრანგმა "ბარსასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, "ბლაუგრანა" "ვილიარეალის" შემტევის ნიკოლას ჯექსონის დამატებაზე იმუშავებს.
21 წლის ფეხბურთელი "ყვითელ წყალქვეშა ნავს" გასულ ზაფხულს "მირანდესიდან" შეუერთდა. სენეგალელმა ამ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით