პიკეს წასვლის შემდეგ, "ბარსელონა" ზამთარში "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" "მანჩესტერ სიტის" შემტევის ბერნარდო სილვას დამატება სურს.

Diario Sport-ის ცნობით, პიკეს წასვლის შემდეგ, "ბარსას" გაუჩნდა ფინანსური შესაძლებლობა, რომ პორტუგალიელი გარემარბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინოს.

"ბლაუგრანას" ბერნარდოს დამატება გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 90 მილიონი ევროს გადახდა ვერ შეძლეს.

სილვამ მიმდინარე სეზონში "ქალაქელთა" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან საეჭვოა გვარფიოლა ამას შეელიოს უფრო მაჰრეზის გაუშვებს ვიდრე ამას. ამაზე მუსა ფეხბურთელი სიტის ერტი დებრუინი დარჩება..ამიტომ არამგონია გაყიდონ .ტან არც სილვა უჩივის სიტიში ყოფნას
არა რუსეთს
06 ნოემბერი 2022 10:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული