
18 აგვისტოს თურქულ "ადანა დემირსპორში" გადასული რუსეთის ნაკრების 34 წლის თავდამსხმელი არტიომ ძიუბა ისევ უგუნდოდ დარჩა.
ადანურ გუნდში ძიუბამ 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა და კლუბმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუწყვიტა. როგორც იტყობინებიან, არტიომი მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას სათამაშო სქემაში ვერ ჩაჯდა.
მან შეიძლება კარიერა "ტორპედოში" ან "რუბინში" გააგრძელოს.