გერმანელს "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, პარიზული კლუბი კი ფეხბურთელს 3-წლიან კონტრაქტს და 25 მილიონ ევროს სთავაზობს, ასევე, ხელმოწერის სანაცვლოდ 32 წლის ნახევარმცველი ბონუსის სახით 100 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, ტონი "რეალს" 2014 წელს "ბაიერნიდან" შეუერთდა და "თეთრებთან" ერთად 14 ტიტული მოიგო. ამ სეზონში მადრიდელთა რიგებში 14 მატჩი ჩაატარა, თავი კი გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით.