კონტრაქტის გაწყვეტის მთავარი მიზეზი პორტუგალიელის ინტერვიუა, რომელშიც "მანკუნიანელთა" შემტევმა კლუბის მესვეურები, ვეტერანი ფეხბურთელები და მწვთნელები გააკრიტიკა.
გარდა ამისა, "იუნაიტედი" აპირებს რონალდოს სანქციებიც დააკისროს, რადგან მათი აზრით, კრიშტიანომ კონტრაქტის პირობები დაარღვია.
შეგახსენებთ, რონალდო "წითელ ეშმაკებს" 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 30 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის შესრულება შეძლო.
"მესი? შესანიშნავი ადამიანია" - კრიშტიანო რონალდო
"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო" - კრიშტიანო რონალდოს ემოციური ინტერვიუ