ჯუნტოლი მომავალი სეზონისთვის მზადებას იწყებს - "ნაპოლი" ზაფხულში 3 ფეხბურთელს შეიძენს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ზაფხულში 3 ფეხბურთელის შეძენა სურს, ამის შესახებ Areanapoli.it იტყობინება.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის ახალი მარჯვენა მცველის შეძენა სურს, რომელიც გუნდის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს შემცვლელი იქნება. ასევე "პარტენოპეი" მაღალი დონის მეკარის დამატებას ეცდება, ალექს მერეტს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე არ საუბრობენ.

კლუბის სპორტული დირექტორი ნიჭიერ, ახალგაზრდა ცენტრალურ ნახევარმცველს ეძებს, რომელიც ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლებს.

რაც შეეხება წამსვლელთა ვინაობას: თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ნაპოლის" ზაფხულში მხოლოდ დემე და სალვატორე სირიგუ დატოვებენ. ორივე მათგანს მეტი
სათამაშო დროის მიღება სურს.

როგორც ჩანს, "ნაპოლი" მომდევნო სეზონს კიდევ უფრო ძლიერი შემადგენლობით შეხვდება...

alt"კვარა საუკეთესოა, შემდეგ კი ოსიმენი მოდის" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლის" საუკეთესო ფეხბურთელებზე საუბრობს

altამერიკელი ინვესტორები მზად არიან "ნაპოლი" შეიძინონ - დე ლაურენტისის პასუხი ცნობილია


მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტა ხო არ დააგვიანდა? :D
ნოდო
17:55 24-11-2022
2

სიახლეები პოპულარული