დიდი ეპოქის დასასრული? - რონალდო ევროპას ტოვებს და სუპერკონტრაქტს აფორმებს

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა. 

წყაროს ცნობით, "ალ-ნასრისთან" გარიგება დასასრულს უახლოვდება. პორტუგალიელი 2,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონურად კი გასამრჯელოს სახითა და პლუს რეკლამებით, ანაზღაურება 200 მილიონი ევრო ექნება!

ვერცერთმა ევროპულმა, ვერც MLS-ის გუნდმა, კრიშტიანოს მისთვის ხელსაყრელი პირობები ვერ შესთავაზა, ამიტომაც ვეტერანმა ვარსკვლავმა, წესით, საუდის არაბეთს უნდა მიაშუროს. 

შეგახსენებთ, რომ რონალდო ახლა პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ასპარეზობს და მას თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატიდან აფრიკის, აზიის და ჩრ. ამერიკის გუნდები სამეულისთვის იბრძოლებენ... შეიძლება შემდეგში მათ ჩემპიონობასაც მოვესწრო!!!
tngh
30 ნოემბერი 2022 15:48
10
ფულის ბოზ..ს სინდის-ნამუსზე დიიიდი ლოდი ადევს. მხოლოდ სპორტსმენებზე არ არის საუბარი.
არა ვერცხლისმოყვარეობას.
30 ნოემბერი 2022 17:31
15
კაროჩე, რა.
ეუფ
30 ნოემბერი 2022 16:12
3
ჩემი ცხოვრების პელე,მარაფონა და კრუიგიც არი.მე ფეხბურთი ყველაფერხე მწტად მიყვარს მაგრამ რონალდო და მესიმ ჯერჯერობით ყველაზე დიდი სიამოვნრბა მონანიჭა როგორც ფენომენმა და რონალდინიომ ასევე დელპიერომ ზიდანმა.მაგრამ ჩემთვის რონალდო მუდამ პირველია.ბოდიში იმათ ვისი თამასი არ მახსოვს.ხოლო რაც შეეხება არაბეთს მშვენიერი კონტრაქტია
ლუკა
01 დეკემბერი 2022 20:59
3
უნდა წასულიყო აბა რაა, ამხელა თანხაა, თან ამ ასაკში, ღმერთმა დაიფაროს და ტრამვა მიიღოს ისეთი , შეილება დარჩეს სულ ისე ფეხბურთის გარეშე, და მაგ ფულით სერიოზულ ინვესტიციებს გაააკეთებს თავის ქვეყანაში! პირადად მე რო ვყოფილიყავი დავთანმხდებოდი აბა რა იქნებოდა, მაგ ფულით საქართველოს ყველა რეგიონში აააშენებს კაცი ბათუმის დონის დტადიონს და დარჩება ქვეყანას საუკუნის მანძილზე… / ანუ მაგ ასაკში იდეალური გადაწყვეტილებაა,/ მე კი მენანება როგორც მაყურებელს რონალდუს იქ გადასვლა მაგრამ ასე თუ ისეა მესიც და რონალდუც დასასრულს უახლოვდება! სამაგიეროდ ახლა კვარა, ჰალანდი და კიდე რამოდენიმე კარგი ბიჭი გამოჩნდება
Vasili
01 დეკემბერი 2022 10:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული