დიდი ეპოქის დასასრული? - რონალდო ევროპას ტოვებს და სუპერკონტრაქტს აფორმებს

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა. 

წყაროს ცნობით, "ალ-ნასრისთან" გარიგება დასასრულს უახლოვდება. პორტუგალიელი 2,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონურად კი გასამრჯელოს სახითა და პლუს რეკლამებით, ანაზღაურება 200 მილიონი ევრო ექნება!

ვერცერთმა ევროპულმა, ვერც MLS-ის გუნდმა, კრიშტიანოს მისთვის ხელსაყრელი პირობები ვერ შესთავაზა, ამიტომაც ვეტერანმა ვარსკვლავმა, წესით, საუდის არაბეთს უნდა მიაშუროს. 

შეგახსენებთ, რომ რონალდო ახლა პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ასპარეზობს და მას თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
აქ სახის შენარჩუნებას და ნამუსზე ისეთი „სასტავი" წერს საკუთარ დედებს და ცოლებს ბოლო კაპიკებს რომ ართმევენ და ირიცხავენ იქნებ 2-3 კუშ გაარტყან :დ
1212121212
18:55 30-11-2022
0
მაინტერესებს,რომელიმე ჩვენგანი არ წავიდოდა?მიუხედავად ჩემი არაერთგვაროვანი რეაქციისა ამ ამბავზე,ამხელა თანხა 2.5 წელში და არ წავიდეს....
გ.
19:02 30-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული