დიდი ეპოქის დასასრული? - რონალდო ევროპას ტოვებს და სუპერკონტრაქტს აფორმებს

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა. 

წყაროს ცნობით, "ალ-ნასრისთან" გარიგება დასასრულს უახლოვდება. პორტუგალიელი 2,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონურად კი გასამრჯელოს სახითა და პლუს რეკლამებით, ანაზღაურება 200 მილიონი ევრო ექნება!

ვერცერთმა ევროპულმა, ვერც MLS-ის გუნდმა, კრიშტიანოს მისთვის ხელსაყრელი პირობები ვერ შესთავაზა, ამიტომაც ვეტერანმა ვარსკვლავმა, წესით, საუდის არაბეთს უნდა მიაშუროს. 

შეგახსენებთ, რომ რონალდო ახლა პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ასპარეზობს და მას თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
თუ მშობლიურ სპორტინგში არუნდა მაშ რაღა ფიქრი უნდა, საუდის არაბეთი ცალსახად მომგებიანია
ნერაძური
30 ნოემბერი 2022 15:45
2
ხელსაყრელი კიარა არავის მაგ ასაკის ფეხბურთელი, მაგ თანხად არაბეთში კიარა ჩრთილოეთ პოლუსზე ითამაშებს
სოსო
30 ნოემბერი 2022 14:57
0
უნდა წავიდეს, აბა-რა. ჯერ იქ და მერე მშობლიურ მხარეში დაკიდებს ბუცებს ლურსმანზე. იდეალური იქნება.
აჩი
30 ნოემბერი 2022 14:41
2
წადი რონი. მშევენიერი კონტრაქტია.
ამ გაბოროტებულ მასას მაინც ვერაფერს დაანახებ.
შემთხვევას არ უშვებენ ტალახი რომ არ ესროლონ.
las
30 ნოემბერი 2022 14:13
6
ბაღელები ხართ შენ და რონი?
ლეო
30 ნოემბერი 2022 15:06
13
არ ვარ რონალდოს დიდი ფანი, მაგრამ არ უნდა წავიდეს არანაირად. წავიდეს ბოლობოლო სპორტინგში და იქ დაამთავროს. ფული ძაან დიდია მართალია, მაგრამ თავისი სახე ბოლომდე არ უნდა დაკარგოს. თუ ოდნავ მაინც სინდისი და ნამუსი შერჩა სპორტინგში ან სადმე გამოსაჩენ ევროპულ გუნდში წავიდეს.
zura
30 ნოემბერი 2022 13:26
41
თან იმ სიცხეში არ ეზარება თამაში?
ნიკო
30 ნოემბერი 2022 14:08
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული