ადრიანო 24-დღიანი ქორწინების შემდეგ მეუღლეს შორდება - მიზეზი ცნობილია

AutoSharing Option
Extra Globo-ს ინფორმაციით, წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ადრიანო მეუღლე მიკაელა მესკიტას სცილდება.

წყვილი ურთიერთობაში 2015 წლიდანაა, 2022 წლის 9 ნოემბერს იქორწინეს, თუმცა მათმა ურთიერთობის გაოფიციალურებამ მხოლოდ 24 დღეს გასტანა. 

საქმე შემდეგშია - თურმე, ადრიანო მეგობრებთან ერთად ვილა კრუზში წასულა, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიისა და შვეიცარიის მატჩისთვის ეყურებინა.

ის სახლში 2 დღის დაგვიანებით დაბრუნდა, რაც მეუღლეს არ მოეწონა, ეჩხუბა და გასცილდა. ყოფილმა ფეხბურთელმა შერიგება სცადა, თუმცა მიკაელამ ბოდიში არ მიიღო.

საინტერესოა, რომ მანამდე, ვიდრე წყვილი იქორწინებდა, 5-ჯერ დაშორდნენ. იქნება ახლა მე-6
შერიგება?!
მკითხველის კომენტარები / 18 /
რატოომ ? ქალიშვილი არ აღმოჩდა ? PP
zura222
17:53 07-12-2022
2
თემები გამოგელიათ?
status quo
12:56 06-12-2022
4

სიახლეები პოპულარული